ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
მსუბუქი მანქანის მძღოლმა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.