იტალიაში 39 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ქუჩაში ერთ-ერთ გამვლელს ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ტელეფონის ქურდობისთვის სამართალდამცავებმა ქართველი დააკავეს, ხოლო მოპარული ნივთი მეპატრონეს დაუბრუნეს.
მათივე ცნობით, დაკავებულ ქართველი წარსულში ნასამართლევია.