მე-2 დღეა რუსთავში დაკარგული 16 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბიჭს მაშველები მდინარე მტკვარში ეძებენ და ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავებიც.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე იპოვეს ზედა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგულ მოზარდს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ უკვე მეორე დღეა მისი საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის რუსთაველი 14 სექტემბერს 02:00 საათის შემდეგ აღარ გამოჩენილა.