ნივთის დაზიანების გამო გამოძიება დაიწყო

2025-09-15 10:58:28

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.