მილანში 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთი შენობის წინ გაჩერებულ უცხოქვეყნის სანომრენიშნიანი ავტომობილიდან გადმოვიდა მამაკაცი, რომელსაც მიმდებარე შენობიდან გამოსულმა კაცმა კონვერტი გადასცა.
საეჭვო ქმედების საფუძველზე სამართალდამცავებმა 36 წლის ქართველთან ერთად 46 წლის რუმინეთის მოქალაქე დააკავა.
ჩხრეკისას, 36 წლის მამაკაცს აღმოუჩინეს 3 გრამი მარიხუანა, ხოლო მანქანაში აღმოჩნდა: 12 სამკაული და 15 ხელნაკეთი ვერცხლის ზოდი (7 კგ-ზე მეტი), მრავალი საბანკო ბარათი, რამდენიმე მობილური ტელეფონი და გასაღებების შეკვრა და 52,980 ევრო ნაღდი ფული.
ჩხრეკები ჩატარდა მათ სახლებშიც და პოლიცამ საერთო რაოდენობით ორივე დაკავებულს ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს 324 კგ ვერცხლი და 61,000 ევრო ნაღდი ფული.