სპეციალური შეთავაზება სამოგზაურო ინტერნეტზე თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის

2025-09-08 19:28:03

სპეციალური შეთავაზება სამოგზაურო ინტერნეტზე თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის

mobineX-ი მობილური ოპერატორია, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიქმნა იმ მიზნით, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის პროცესი უფრო კომფორტულ, მარტივ და უსაფრთხო გამოცდილებად ექცია. ეს მისია კომპანიას სხვადასხვა ნიშაში მოღვაწე პარტნიორებთან აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანია თიბისი დაზღვევა. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას საჩუქრად მიიღებ 1GB ინტერნეტს mobineX-ისგან. ამასთან, თიბისი დაზღვევის მომხმარებლები დამატებითი MB-ების ყიდვის შემთხვევაში, 19%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. ინტერნეტის გააქტიურება ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის სახით შეგიძლია. რაც მთავარია, mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გამოიყენებ.

თიბისი დაზღვევა - სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა საჭირო დოკუმენტია უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. მოგზაურობისას, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა, შეგიძლია ისარგებლო დამატებითი დაფარვებით, რომლებიც მოიცავს ბარგისა და საბუთების დაზღვევას, ასევე მოგზაურობის გადადება-გაუქმებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას.


პოლისის შეძენა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციიდან, ბიბოტის ან თიბისი მობაილბანკის მეშვეობით.

თუ გსურს, იმოგზაურო თავდაჯერებულად, გადადი ბმულზე და შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ

როგორ ზრუნავს mobineX-ი აბონენტების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე

mobineX-ის შეთავაზებები კონკრეტულად ქართველი აბონენტების საჭიროებებზეა მორგებული. თუ გსურს ისარგებლო ამ სპეციალური აქციებით, თვალი ადევნე სიახლეებს და არ გაუშვა ხელიდან შენთვის განკუთვნილი შესაძლებლობები. სამოგზაურო ინტერნეტის გარდა, კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი დაგხვდება. 

შეჯამება

mobineX-ი მუდმივად ზრუნავს აბონენტების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. თიბისი დაზღვევასთან პარტნიორობით კომპანია ერთდროულად ორი ტიპის სერვისს გთავაზობთ - სამოგზაურო ინტერნეტსა და დაზღვევაზე გამარტივებულ წვდომას. მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. საზღვარგარეთ მკურნალობა კი სერიოზული ფინანსური გამოწვევაა. თბს სადაზღვევო პაკეტი უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფარვას. ასე რომ, პაკეტის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლია მოგზაურობის დროს მშვიდად და დაცულად იგრძნო თავი.