იერუსალიმში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი - საავადმყოფოში.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ცხრა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სამი სხვა პირი კი მინის ნამსხვრევების შედეგად დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მომხდარი თავდასხმის შეფასებას ახდენს.