2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელფასების მატება საჯარო სამსახურში გაგრძელდება.
"როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით. 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“,- აღნიშნა კობახიძემ.