რუსთავში, სპორტის სასახლეში პირველად YOUNG WARRIOR-ის შერეული საბრძოლო ხელოვნების რიგით მე-16 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში 26 მებრძოლი მონაწილეობდა, სპორტსმენები იყვნენ არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, ირანიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ოქტაგონზე 9 რუსთაველი მებრძოლი გამოვიდა, აქედან 6-მა ბრძოლა მოიგო. ესენი არიან:
ნიკა მუშკუდიანი 17 წლის, 62,2 კგ.
ვახტანგ გაგნიძე 17 წლის, 70.3 კგ.
გიორგი კახიძე 17 წლის, 61.2 კგ.
გიორგი ბადრაგიშვილი 19 წლის, 65.8 კგ.
ამიკო სვიმონიშვილი 26 წლის, 95 კგ.
გიორგი ქართველიშვილი 27 წლის, 83.9 კგ
სამწუხაროდ წარუმატებელი გამოსვლები ჰქონდათ შმდეგ სპორტსმენებს
ნიკა ზოიძე 17 წლის, 56.7 კგ.
გიორგი რეხვიაშვილი 17 წლის, 61.2 კგ.
გურამ ზვიადაძე 32 წლის, 93 კგ.
ტურნირი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. YOUNG WARRIORS არის პირველი ქართული სამოყვარულო შერეული საბრძოლო ხელოვნების ლიგა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით, უკვე 15 ტურნირს უმასპინძლა.