უსიამოვნო სუნი რუსთავში.
"ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა და აცნობა რომ XI, XII, XVI, XVII, XVIII და XIX მიკრორაიონებში დილით და საღამოს უსიამოვნო სუნი იგრძნობა. ადგილობრივები აცხადებენ რომ სუნი სავარაუდოდ გაჩიანის ან სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიიდან მოდის.
მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაა სოციალურ ქსელში წერს. ამ მომენტისთვის უცნობია სუნის გამომწვევი მიზეზი.
"ინფო რუსთავი" ეცდება დეტალები გაარკვიოს.
აღსანიშნავია რომ უსიამოვნო სუნი წინა წლებშიც აწუხებდათ რუსთაველებს, სუნის გამომწვევი მიზეზის დადგენას დიდი დრო დასჭირდა და მაშინ აღმოჩნდა რომ აღნიშნული სოკოს საწარმოს უკავშირდებოდა, თუმცა მაშინ პრობლემა მოგვარდა და საწარმოს კომპოსტირების პროცესის ქალაქგარეთ გატანა მოუწია.