ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი

2025-09-07 12:08:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ს. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მათ შორის  ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარღი, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, შვიდი მჭიდი, მაყუჩი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი რკინის სხვადასხვა დეტალი.

ასევე, ამოღებულია მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი.

პოლიციამ რ.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.