როდის აღდგება წყლის მიწოდება

2025-08-29 00:12:29

კომპანია "ჯივიპი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავის შემოსასვლელი, ენერგოპროსოფისთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 8/28/2025 21:45 საათიდან 8/29/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

დოლიძე, ჩოხელი გონაშვილი თავისი ჩიხებით და გასასვლელებით, სოფ. მთისძირი, რუსთავის შემოსასვლელი, 5 და 6 პენიტენციური დაწესებულება, კრწანისის საწვრთნელი ბაზა.