მთავრობის განკარგულებით 29 აგვისტო დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
თუმცა მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა სტრუქტურული ერთეული იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.
განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც.
"გაცნობებთ, რომ 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ.
აღნიშნული ფილიალები დაჩქარებულ რეჟიმში მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებს გასცემენ. სერვისების ჩამონათვალი სრულად: https://psh.gov.ge/news/150
29 აგვისტოს, ასევე, გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.
29 აგვისტოს სტანდარტული გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი",- ნათქვამია განცხადებაში.