გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, თელეთის ცენტრალურ გზაზე, მარნეულის მიმართულებით, მოტოციკლი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.