რუსთავში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება

2025-08-26 17:53:42

26 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში.

აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

ინფორმაციას გარმოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბინძურება ფიქსირდება რუსთავშიც 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM10-ის მაჩვენებელი 59.37კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე  PM10-ის  51.90მკგ/მ3.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.