ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-08-24 00:45:45

თბილისის ზღვაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მგზავრი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს