საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 18 წლის გოგოს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა.
ახალგაზრდა შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.