შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რაჭაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქედისუბანში მოხდა, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.