რუსთავში კრიტიკული შეუსაბამობის გამო ობიექტი დახურეს

2025-08-18 16:39:06

რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის გამო ერთ-ერთი სასაკლაო დახურა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, ობიექტი 1000 ლარით დაჯარიმდა და პრობლემის გამოსწორებამდე დაიხურა კიდეც.

მისი თქმით, ამ დროისთვის სასაკლაოს კრიტიკული შეუსაბამობა გამოსწორებული აქვს და ფუნქციონირებს.