სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივლისის თვეში რუსთავში 3 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 13 ობიექტში ჩატარდა, ნიმუში აიღეს 33 ობიექტიდან, დოკუმენტურად 2, გადაამოწმეს 5.
ჯარიმა ერთ-ერთ ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო დაუწერეს, ხოლო ორს ეტიკეტის არ ქონისთვის.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 63 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 89-დან, 16 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 40, დააჯარიმეს 16.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.