რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ხანძარია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ძველი ბაზრის ტერიოტრიაზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანებაა ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ჯიბეში".
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.