რუსთაველი 16 წლის მათე ხატიაშვილი NBA-ის კემპში მონაწილეობს

2025-08-15 17:48:43

რუსთაველი, 16 წლის მათე ხატიაშვილი ინგლისის ქალაქ მანჩესტერში NBA next Generation talent camp-ში მონაწილეობს.

კემპში მონაწილე ყველა მოთამაშე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდების რადარის ქვეშ იმყოფება და რუსთაველი სპორტსმენი მონაწილეთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა.

193 სმ სიმაღლის მათე პოზიციით გამთამაშებელია და ეროვნულ ნაკრებებში სერბეთის წინააღმდეგაც ჩაატარა შეხვედრა.

სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის ღირსეული სამსახურისთვის რუსთაველი ახალგაზრდა სპორტსმენი ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული.