როგორია მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2025-08-06 17:03:41

რუსთავი-თბილისი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს 9 ადამიანი დაშავდა

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 9 ადამიანიდან, 2-მა მათგანმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა, სხვა დაშავებულები უახლოეს კლინიკებში გადაანაწილეს.

პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ რომ რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა  ცემენტმზიდი დაეჯახა.