რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება 12 საათით შეიზღუდა

2025-08-07 02:06:42

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

7 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, თოდრიის ქუჩა N11-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ტექნიკური სამუშაოები 7 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 7 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან 8 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავში: მეგობრობის გამზირის N34, 45, 45ა, 47, თოდრიას ქუჩას და II, III ჩიხს,  კლდიაშვილის ქუჩის N10, 12, 14, ლესელიძის ქუჩის N28, 32 და ლესელიძის ჩიხის N9, 11, 13, 15, 17.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge