რუსთაველმა სპორტსმენმა, საბა სულამანიძემ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატი აბუ-დაბიში გაიმართა და შალვა მამაცაშვილის გაწვრთნილი 17 წლის მებრძოლი 93 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად სულამანიძემ უკრაინელი და ავსტრიელი სპორტსმენები დაამარცხა.