თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა, მანქანა კი ამოტრიალდა.
დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.