2025-2026 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბრიდან დაიწყება.
განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, პირველ სემესტრში 2 ოფიციალური დასვენების დღე იქნება, 14 ოქტომბერს - სვეტიცხოვლობა, 23 ნოემბერს - გიორგობა.
პირველი სემესტრი 29 დებემბერს დასრულდება და 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლის საახალწლო დასვენებები იქნება.
სწავლა მეორე სემესტრისთვის15 იანვრიდან განახლდება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.
მეორე სემესტრში ოფიციალური დასვენები 12 დღე და საგაზაფხულო არდადეგები იქნება.
19 იანვარი - ნათლისღება, 3 მარტი - დედის დღე, 8 მარტი - ქალთა დღე, 9-13 აპრილი - საგაზაფხულო არდადეგები, 9 მაისი - გამარჯვების დღე, 12 მაისი - ანდრია პირველწლოდებული დღე, 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე, 26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.