ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-07-21 10:58:01

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.