ვაგზალზე შენობის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

2025-07-14 20:02:35

თბილისში, ვაგზლის მოედანზე ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევას საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციიყ, მსხვერპლი მოყვა.

“ინფო რუსთავი” ოფიციალურ უწყებებთან ცდილობს დაზუსტოს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი მოყვა ნანგრევებში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც აცხადებ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები",- ნათქვამია განცხადებაში.