თბილისში, ვაგზლის მოედანზე ერთ-ერთი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა.
ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ დროისთვის, ჯერ-ჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება დაშავებულების შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროში ცდილობს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.