სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“ მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა და ობიექტს შესაბამისი სამსახურები ამოწმებენ.
როგორც ადგილობრივი მედია "ბათუმელებს" სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, მათთან, სავარაუდოდ, ცრუ შეტყობინება შევიდა, რის გამოც მოლის დაცლის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს: "საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები".