რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია არ მიეწოდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დენი არ აქვთ ლეონიძის, ტაშკენტის, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
როგორც კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განგვიცხადეს, ელ. ენერგიის გათიშვა ავარიული დაზიანების გამო მოხდა. ადგილზე კომპანიის თანამშრომლები უკვე მუშაობენ და აბონენტებს დენის მიწოდება 1 საათში აღუდგებათ.