რუსთავში უეფას IV კატეგორიის შესაბამისი სტადიონი აშენდება

2025-07-10 17:02:45

რუსთავში 8000 მაყურებელზე გათვლილი  IV კატეგორიის შესაბამისი სტადიონი აშენდება.

სტადიონის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 044 125 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს როგორც სპორტული, ისე სათადარიგო მოედნის მშენებლობას, უსაფრთხოების, განათების სისტემების, გასახდელების, VIP და მედია ზონების და პარკინგის მოწყობას .

არსებული ინფორმაციით, ახალი სტადიონი ძველის ტერიტორიაზე აშენდება.