ურთიერთ შელაპარაკების დროს ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-07-10 16:38:45

თბილისში, საბურთალოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 

დაჭრას, წინ ორ ახალგაზრდა ბიჭს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.