რუსთავში ავტომობილი ჯერ ახალგაზრდას დაეჯახა და შემდეგ აფთიაქში შევარდა

2025-07-04 18:48:39

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავარია მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "დოჯის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს შეეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.

დაშავებული 30 წლამდე ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

საინფორმაციო სააგენტო დამატებით დეტალებს არკვევს.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები