რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე დასრულდა

2025-07-04 17:01:49

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე დასრულდა.

აბიტურიენტებს გამოცდა დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჰქონდათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, ორი სესიის ჯამური მონაცემებით, რეგისტრირებული 1090 აბიტურიენტიდან 1049 გამოცხადდა. 

დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. 

საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.