ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა [video]

2025-07-01 11:46:48

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზგასამართ სადგურს შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.