რომელი დაავადებები ხდება საქართველოში ყველაზე ხშირად გარდაცვალების მიზეზი

2025-07-01 17:01:34

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2024 წლის სტატისტიკა გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით.

გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.

საქართველოში ყველაზე ხშირად გარდაცვალების მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებია.

გარდაცვალების 5 ყველაზე ხშირი მიზეზი:

1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 2024 წელს გარდაიცვალა 18 159 ადამიანი

2. კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით
გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - გარდაიცვალა 
9 558 ადამიანი
3. სიმსივნეები - გარდაიცვალა 5 720 ადამიანი

4. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - გარდაიცვალა 3641 ადამიანი

5. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - გარდაიცვალა 1 826 ადამიანი