27 ივნისს , გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრი და ,,რუსთავ სერვისცენტრი", ხე-მცენარეების დაავადებებისგან დასაცავ და მწერების საწინააღმდეგო ერთობლივ პრევენციულ ღონისძიებას ჩაატარებენ.
პრევენციული ღონისძიება 05:00 საათიდან დაიწყება რუსთავის ცენტრალურ პარკში, პარალელურად სამუშაოები განხორციელდება ქალაქის სხვა უბნებშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პარკს, ვიზიტორები დილის საათებშიც მრავლად ჰყავს, საჭიროდ ჩავთვალეთ გაცნობოთ, რომ 27 ივნისს, დილიდან 12:00 საათამდე, რუსთავის ცენტრალური პარკი ვერ მიიღებს ვიზიტორებს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.