რუსთავში მე-15 მიკრორაიონში ბინაში ხანძარი, სავარაუდოდ, ზედა სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბინის მეპატრონემ განუცხადა.
მისი თქმით, აივანზე საბურავები ელაგათ და, სავარაუდოდ, ნამწვი საბურავს მოხვდა, ცეცხლი წაეკიდა და შემდეგ საბურავიდან მეტალპლასტმასის კარ-ფანჯარას გადაედო.
"საღამოს 8-ზე დარეკა მეზობელმა, იწვის ბინაო, სავარაუდოდ თქვენიო. ჩვენ არ ვიცოდით ვისი იყო კონკრეტულად. ჩემი ოჯახის წევრები გაიქცნენ სანახავად. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად სახელდება სიგარეტის ნამწვი, რომელიც აივნიდან იყო გადმოგდებული. სიგარეტის ნამწვი მოხვდა ჩვენს აივანზე საბურავებს, საბურავებიდან გადავიდა კარ-ფანჯარაზე, რომელიც არის მეტალპლასტმასის, ადვილად აალებადი. გუშინ ქარი იყო და ეს პროცესი სულ უფრო დააჩქარა. ცეცხლმა შეაღწია შიგნით. ამ დროისთვის რაც ვიცი, დამწვარია კარ-ფანჯარა, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობის ქვაბი, შიგნით რა არის დამწვარი ამ დროისთვის არ ვიცით. ვიცით, რომ შპალერი არ ვარგა, რემონტი სრულიად გასაკეთებელი, ჭერიც. ავეჯის გადარჩენა მოხდება თუ არა არ ვიცი",- გაგვიცხადა ბინის მეპატრონემ.