სიმაღლიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა და გარდაიცვალა

2025-06-25 17:42:27

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა.

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ “აჭარა თაიმსმა” გაავრცელა..

ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე გამოიძახეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.