რუსთაველების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ გაზ ჯორჯიაში განუცხადეს, მიმდინარეობს გეგმური სამუშაოები, რის შესახებაც აბონენტებს შეტყობინებებიც დაეგზავნათ.
გაზი არ აქვს ძველი რუსთავის 1800-მდე აბონენტს.
ბუნებრივი აირის მიწოდება 1,5 საათში აღდგება.
კომპანია მოუწოდებს აბონენტებს იყვნენ ფრთხილად და გაზის დანადგარები არ ჰქონდეთ ღია მდგომარეობაში.