ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც ირკვევა, მამაკაცი მხედველობადაქვეითებული იყო.
ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.