რუსთავის ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი პატრულის ეკიპაჟს დაეჯახა [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ღამის საათებში, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟის "შკოდა"-ს მარკის ავტომობილს უკნიდან დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ ორივე ავტომობილმა მნიშვნელოვანი დეფორმაცია მიიღო. დაშავდა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი და ასევე "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.