ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა

2025-06-14 18:06:26

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში (BMC) გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი ერთ-ერთი სატვირთოს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.