მარნეულში, პოლიციის შენობასთან სროლა იყო.
შემთხვევის დროს ერთი პირი დაიჭრა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რა გახდა სროლის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთქვს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს