რუსთავში მაისში 16 ავარია მოხდა

2025-06-02 19:14:31

მაისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრში 16 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

აპრილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 13 ადამიანი დაშავდა.

ავარიები დაფიქსირდა მეგობრობის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, შარტავას გამზირზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშვიდობის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე, ტაშკენტის ქუჩაზე, თბილისის ქუჩაზე , მე-12 მიკრორაიონში, კლდიაშვილისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების კვეთაზე, შარტავას გამზირზე, ლომოურის ქუჩაზე, მეგობრობის გამზირზე.

ავარიების ძირითადი ნაწილი მეგობრობის ქუჩაზე მოხდა.