ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2025-06-01 16:41:41

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველებმა გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.