ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.