რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, "ნისანის" მარკის მსუბიქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ჯებირი გაანგრია და ბორდიურზე ავარდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.